საქართველოში ერთადერთ პაციენტს, რომელიც სახლის პირობებში მკურნალობდა, კორონავირუსს ტესტი ჩაუტარდა, პირველადი ტესტის პასუხი უარყოფითია, 24 საათში პაციენტს მეორედ ჩაუტარდება პისიარ ტესტი. იმ შემთხვევაში, თუ პასუხი ისევ უარყოფითი იქნება, პაციენტი გამოჯანმრთელებულად ჩაითვლება.
ინფორმაციას ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი ავრცელებს.
"იმ პაციენტის პირველადი ტესტის შედეგი, რომელიც სახლში მკურნალობდა არის უარყოფითი. 24 საათში ჩაუტარდება განმეორებითი ტესტი და თუ იქნება უარყოფითი, პაციენტი, პრაქტიკულად, გაჯანსაღებულად ჩაითვლება,"- განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ "ღამის კურიერის" პირდაპირ ეთერში განაცხადა,რომ საქართველოში არის კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი, რომელიც სახლში მკურნალობს.
მისივე თქმით, პაციენტი ცხოვრობს შვილთან ერთად, რომელსაც ვირუსი უკვე გადატანილი აქვს