18 ნოემბერი 2024,   18:59
ვრცლად
შედეგები და დისკუსია ქართულ გამოცდილებასა და გამოწვევებზე - პირველ საუნივერისტეტო კლინიკაში COVID-ის წინააღმდეგ მებრძოლი ექიმები შეიკრიბნენ

სამედიცინო სფეროს ის წარმომადგენლები, რომლებიც კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე არიან, დღეს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში შეიკრიბნენ. როგორც ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, შეხვედრა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკისა და მისი ხელმძღვანელის, ლევან რატიანის, ინიციატივით შედგა:

"ეს პირველი მცდელობა იყო, რომ ერთად შევკრებილიყავით ინფექციონისტებირეანიმატოლოგები და სხვა პროფილის ექიმები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული. ეს შეხვედრა იყო დროული და მნიშვნელოვანი, მოხდა შედეგების განხილვა და დისკუსია, ქართულ გამოცდილებაზე და გამოწვევებზე,"- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

კითხვაზე, იყო თუ არა საუბარი შეხვედრის დროს კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტებთან დაკავშირებით, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ საუბარი იყო საერთო კონტექსტში, მათ შორის "პლაქვენილთან" დაკავშირებითაც:

"ცალკე მედიკამენტებზე არ ყოფილა მსჯელობა, იყო საუბარი "პლაქვენილთან" დაკავშირებით, რომელიც იყო და რჩება პროტოკოლში, როგორც იქ წერია და არა ისე, როგორც ინტერპრეტაციას აკეთებენ," - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

დღის ამბები