"თბილისის ზღვის" ჰოსპიტალში კორონავირუსზე 33 პაციენტის ტესტის პასუხს ელოდებიან. მათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებათ. თეთრიწყაროს ექიმების კლასტერიდან პირველი დაინფიცირებული, 41 წლის პირი 2 დღის წინ საკუთარი სახლიდან სწორედ თბილისის ზღვის ჰოსპიტალში, ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნებით გადაიყვანეს.
თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კლინიკური დირექტორის, კახა ბეროზაშვილის ინფორმაციით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
"ტესტირება ჩაუტარდა 38 პაციენტს, აქედან 1 მოვიდა დადებითი, დანარჩენი ყველა უარყოფითია. ამ ეტაპზე, ლაბორატორიაში 33 სინჯი გვაქვს გაგზავნილი და ველოდებით პასუხს. პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ძირითადად, მსუბუქებია,"- განაცხადა კახა ბეროზაშვილმა.