14 სექტემბერი 2026,   03:17
ვრცლად
ბათუმის კლინიკა "მედალფა" დღეს, შესაძლოა, შვიდმა გამოჯანმრთლებულმა დატოვოს

კორონავირუსისგან შვიდი პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან აჭარაში. ბათუმის კლინიკა "მედალფაში" ამბობენ, რომ 37 პაციენტიდან შვიდს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ჩივილები აღარ აქვს.

დაიწყო მათი პროტოკოლით გათვალისწინებული ანალიზების ჩატარება და თუ პასუხები უარყოფითი იქნება, მათ კლინიკიდან გაწერენ.

კვლავ მძიმე რჩება ერთი პაციენტის მდგომარეობა, ის ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება. რაც შეეხება მედპერსონალს, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

დღის ამბები