18 ნოემბერი 2024,   07:49
ვრცლად
ხმაური აჭარის საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე - ენმ წარმოდგენილ ბიუჯეტს "შიმშილის ბიუჯეტს" უწოდებს

ხმაური იყო აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე - აჭარის მთავრობის მიერ წარდგენილ საგანგებო ბიუჯეტს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა "შიმშილის ბიუჯეტი" უწოდეს.

ოპოზიციის თქმით, ეს ბიუჯეტი არ არის კორონავირუსთან ბრძოლაზე ორიენტირებული და ის ზედაპირულია. "ნაციონალური მოძრაობა" უმაღლესი საბჭოს მაღალი თანამდებობის პირებზე ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას ითხოვდა.

მმართველმა გუნდმა თავის მხრივ "ნაციონალური მოძრაობა" დემაგოგიაში დაადანაშაულა.

აჭარის მთავრობამ საგანგებო ბიუჯეტი უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგინა. რიგგარეშე სხდომა ხვალ ჩაინიშნა.

ბიუჯეტის მიხედვით, 20 მილიონი ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლას მოხმარდება. 3 მილიონ ლარზე მეტი კი სარეზერვო ფონდში ჩაირიცხება.

 

დღის ამბები