14 სექტემბერი 2026,   04:14
ვრცლად
თელავის აგრარულმა ბაზარმა მუშაობა განაახლა

თელავის აგრარულმა ბაზარმა დღეიდან მუშაობა განაახლა. ბაზრის ადმინისტრაცია მოვაჭრეებს ტერიტორიაზე შესვლამდე რეკომენდაციების შესრულებასა და დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებენ, ისინი მკაცრად კონტროლდებიან, უტარდებათ თერმოსკრინინგი.


ბაზარში შესასვლელად პირბადითა და ხელთათმანებით აღჭურვა  ყველასთვის სავალდებულოა.

როგორც თელავის ბაზრის ადმინისტრაციაში აცხადებენ, სურსათის ეროვნულის სააგენტოს რეკომენდაციები კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად სრულად ითვალისწინებენ.

შეგახსენებთ რომ, თელავის ცენტრალური ბაზარი 27 აპრილს მხოლოდ რამდენიმე საათით იყო გახსნილი, რადგან ჰიგიენური ნორმების დარღვევისთვის სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 3 ათასი ლარით დააჯარიმა და სამუშაო პროცესი შეუჩერა.

დღის ამბები