გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში, სადაც სამხედრო ჰოსპიტალის ინფირებული ექთნის მშობლები ცხოვრობენ ეპიდემიოლოგები მივიდნენ.
COVID ინფიცირებული მედიკოსის ოჯახის 5 წევრი თვითიზოლაციაშია გადაყვანილი. მათი მეზობლები კი აცხადებენ, რომ ახალგაზრდა ქალი გათხოვილია და ზაფხულის შემდეგ მშობლებთან მისული არ უნახავთ, თუმცა როგორც ფარმაცევტი იხსენებს, COVID დადებითი ექთანი 2 დღის წინ იმყოფებოდა მათთან აფთიაქში სადაც წამალი შეიძინა. ფარმაცევტი აღნიშნავს, რომ ექთანს პირბადე ეკეთა.