რა რეკომენდაციები ექნება ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის უწყებას, ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ეკატერინე ტიკარაძე ისაუბრა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების ფორმასთან და ადგილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება იქნება იმის მიხედვით მიღებული, თუ რა ეპიდსიტუაცია იქნება გამოცდების წინა პერიოდში:
"ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს ყველა უწყების მიმართ რეკომენდაციას და რა თქმა უნდა გამონაკლისი არაა განათლების სამინისტრო, ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ ყველა იმ შესაძლო გამოსავალზე, როგორ შეიძლება ჩატარდეს ეროვნული გამოცდები, თუმცა მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში, რომ ჩვენთვის ეს მონაცემები და გადაწყვეტილებები მიღებული იქნება მას შემდეგ როდესაც დადგება ეს ფაქტი და ცნობილი იქნება იმ ეტაპისთვის მდგომარეობა საქართველოში, თუ როგორია ვირუსის და ეპიდემიის გავრცელება," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.