19 აპრილი 2024,   12:41
ვრცლად
ბრიტანელმა ვეტერანმა ჯანდაცვის მუშაკების დასახმარებლად 37 მილიონ დოლარამდე შემოწირულობა მოაგროვა

მეორე მსოფლიო ომის ბრიტანელმა ვეტერანმა ტომ მურმა საკუთარ ბაღში სიარულით ჯანდაცვის მუშაკების დასახმარებლად სულ მცირე, 37 მილიონ დოლარამდე შემოწირულობები მოაგროვა.

რამდენიმე კვირის წინ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანმა გადაწყვიტა იორკშირში საკუთარი სახლისთვის გარშემო 100-ჯერ შემოევლო და ბრიტანეთის ეროვნული ჯანდაცვის სერვისისთვის შემოწირულობები მიეღო.

მას დღეს 100 წელი შეუსრულდა. საუკუნოვან იუბილეზე ვეტერანმა კაპიტანმა 125 000-ზე მეტი მისალოცი ბარათი მიიღო მთელი მსოფლიოდან. წინა დღით მას გადაეცა იორკშის პოლკის საპატიო მედალი.

ტომ მურის პატივსაცემად მისი საცხოვრებელი სახლის თავზე გადაიფრინა ბრიტანული სამეფო სამხედრო-საავიაციო ძალების ორმა თვითმფრინავმა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა კი ბრიტანელებს  ომის ხანდაზმული ვეტერანის მსგავსი სიმტკიცისკენ მოუწოდა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.

დღის ამბები