დღეიდან 56 პოლიკლინიკასა და ამბულატორიას სახელმწიფო დაფინანსება უწყდება. საუბარია თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე სამედიცინო დაწესებულებებზე, რომელთაც 13 ათასზე ნაკლები ბენეფიციარი ჰყავთ.
გადაწყდა, რომ სახელმწიფო პროგრამაში თბილისის მასშტაბით 117, ქუთაისსა და ბათუმში 20 პოლიკლინიკა და ამბულატორია დარჩება. პირველადი ჯანდაცვის საბჭოს დღის ბოლოს გამართულ სხდომაზე დადგენილებაში გარკვეული ცვლილებაც შევიდა. მოსახლეობის რაოდენობასთან ერთად, გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით გამონაკლისის სახით პროგრამაში დარჩა რამდენიმე ობიექტი, რომელთაც აღრიცხვაზე მხოლოდ 7 ათასი ბენეფიციარი ჰყავთ.
მთავრობის მე-15 დადგენილების შეჩერებას ითხოვს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ დოკუმენტი პირველად ჯანდაცვას დიდ დარტყმას აყენებს. გარდა ამისა უმუშევარი რჩება სამედიცინო პერსონალის ნაწილი.