დღეს ბრალდებული სასულიერო პირის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. ადვოკატი მიიჩნევს, რომ ბრალდებულისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებაა და მის გირაოთი შეცვლას ითხოვს.
უფლებადამცველის თქმით, მამა დავითი უდანაშაულოა და ის ბრალდებულის მიზანმიმართულ დევნაზე საუბრობს.
მოსამართლემ ყინწვისის მამათა მონასტრის დაკავებულ ბერს წინასწარი პატიმრობა ორი დღის წინ შეუფარდა. საკუთარი მოთხოვნის საფუძვლად პროკურატურამ კობაიძის მიმალვისა და მოწმეებზე ზეწოლის საფრთხე დაასახელა. მამა დავითს განზრახ მკვლელობის მცდელობა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა და ტარება ედება ბრალად.