თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 85 ადამიანი თვითიზოლაციიდან საკარანტინო ზონებში გადავა. ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის ინფორმაციით, ამის შესახებ გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელებას პრევენციისთვის კეთდება.
შოთა რეხვიაშვილის ამტკიცებს, რომ მკაცრი კარანტინის ზონაში მაქსიმალური კეთდება, რომ მოსახლეობისთვის ყველა საჭირო მომსახურება ხელმისაწვდომი იყოს.
"ჩატარდა მასშტაბური სადეზინფექციო სამუშაოები, საჭიროებები აბსოლუტურად შესწავლილია. პროდუქტების მომარაგების, გარკვეული სერვისების მიწოდების კუთხით. სადაც ბანკომატები არ არის და სერვისები თეთრი წყაროს ჩაკეტვის გამო შეზღუდულია, გადაადგილება იქნება ბანკის მოძრავი შემადგენლობების და ყველას ადგილზე მოემსახურებიან,"- განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.
მიუხედავად ამისა, ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის ჯერ კიდევ პრობლემად რჩება თეთრიწყაროში სამედიცინო პრეპარატებისა და პირველადი ჰიგიენის ნივთების შეძენის საკითხი.