ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის 19 დადასტურებული და ერთი საეჭვო შემთხვევაა. ექიმ თემურ ნადირაძის თქმით, საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტმა კლინიკას თვითდინებით ერთ-ერთი რაიონიდან მიმართა. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ანალიზებს აუღებენ.
დღეს კლინიკას სამი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს. მათ განმეორებით ანალიზებზე უარყოფითი პასუხი მიიღეს. რამდენიმე პაციენტს განმეორებითი ანალიზი დღესაც ჩაუტარდება.