18 აპრილი 2024,   12:54
ვრცლად
სტიქია კახეთში - რამდენიმე წუთიანმა სეტყვამ სიღნაღის მუნიციპალიტეტი დააზარალა

კახეთში სეტყვა იყო. რამდენიმე წუთიანმა სტიქიამ სიღნაღის მუნიციპალიტეტი დააზარალა. დასეტყვილია რამდენიმე სოფელი, თუმცა რა ზარალი მიიღო მუნიციპალიტეტმა ამ ეტაპზე უცნობია.

სიღნაღის მერის, გოგი გოგილაშვილის ინფორმაციით, ჩართულია ყველა შესაბამისი სამსახური, მოწმდება სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და ზიანის შესახებ მონაცემები ცოტა ხანში იქნება ცნობილი.

დღის ამბები