აჭარაში "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებას კორუფციაში ადანაშაულებს.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის რეზო ხაზაშვილის განცხადებით, აჭარის მთავრობამ 15 მილიონი დახარჯა ბათუმის შესასვლელში ესტაკადის პროექტზე, თუმცა მისი რეალური ღირებულება 10 მილიონს არ აღემატება.
ოპოზიციის თქმით, პროექტის ფარგლებში ესტაკადის მიმდებარედ პარკინგი, სკვერები და მწვანე ზონა უნდა მოწყობილიყო, თუმცა ინფრასტრუქტურული სამუშაოები ამ დრომდე არ ჩატარებულა.
ოპოზიციას მიაჩნია, რომ აჭარის მთავრობა მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტების ხარჯზე კორუფციული გაროგებებით თანხებს ითვისებს.
"ნაციონალური მოძრაობა" მოუწოდებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, დაინტერესდნენ აღნიშნული პროექტის ხარჯებით.