18 ნოემბერი 2024,   05:46
ვრცლად
მივმართავ განათლების მინისტრს და მოვითხოვ ბატონი აბაშიძის გადაყენებას - გიორგი კანდელაკი

"ევროპული საქართველო" განათლების სამინისტროს მიმართავს და ისევ ითხოვს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლებას.

პარტიის წევრების თქმით, ის გარემოება, რომ ზაზა აბაშიძე საკუთარ შეცდომას არ აღიარებს, ეს დანაშაულს კიდევ უფრო ამძიმებს.

"ბატონი აბაშიძის განცხადების ფოკუსი და კონტექსტიც იყო სწორედ ეთნიკურ უმცირესობაზეც. ასე რომ, მე მინდა მივმართო განათლების მინისტრს, განათლების და მეცნიერების სამინისტროს ექვემდებარება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი და მოვითხოვო ბატონი აბაშიძის გადაყენება.

ყოველი დღე, როცა ეს ბატონი ჩერდება საკუთარ თანამდებობაზე, "ქართული ოცნება", რომელმაც სწორედაც პოლიტიკური ნიშნით დანიშნა იგი ამ თანამდებობაზე არის თანამოზიარე მისი განცხადებისა, რომ ერთ-ერთი სოფლის ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები უნდა, ვციტირებ "ამოიხოცონ"," - აცხადებს გიორგი კანდელაკი.

დღის ამბები