18 ნოემბერი 2024,   06:19
ვრცლად
ენმ ბათუმის საკრებულოში რიგგარეშე სხდომის ჩატარებას და ანტიკრიზისული გეგმის განხილვას ითხოვს

"ნაციონალური მოძრაობა" ბათუმის საკრებულოში რიგგარეშე სხდომის ჩატარებას და მათ მიერ წარდგენილი ანტიკრიზისული გეგმის განხილვას ითხოვს. პარტიაში ამბობენ, რომ საკრებულოს თავმჯდომარემ რიგგარეშე სხდომის ჩატარებაზე გუშინ წერილობით უარი უთხრა.

ოპოზიციის განცხადებით, ხელისუფლება არ არის ხალხის პრობლემებით დაინტერესებული და მძიმე სოციალური პირობების მიუხედავად რბილი ავეჯის შეძენითაა დაკავებული.

უარის მიუხედავად ოპოზიცია საკრებულოს დეპუტატებს ხვალ სხდომაზე მისვლისკენ მაინც მოუწოდებს.

საკრებულოს თავმჯდომარე ბრალდებებს უარყოფს, სულიკო თებიძე ამბობს, რომ ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი გეგმა ბიუჯეტში ცვლილებას ითვალისწინებს, ამიტომ ის თავდაპირველად მერთან უნდა იყოს შეთანხმებული. შესაბამისად, საკრებულო მას ვერ განიხილავს. თებიძის თქმით, ფრაქცია "ნაციონალურ მოძრაობას" სხდომის მოწვევის უფლება აქვს, თუმცა დაესწრებიან თუ არა მას უმრავლესობის წევრები უცნობია. რაც შეეხება მერიაში რბილი ავეჯის შეძენას, საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ ინფორმაცია არ აქვს.

დღის ამბები