ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მდინარე "ძირულას" ადიდების მომენტში, მდინარესთან ჩინური კომპანიის ტრაქტორი მუშაობდა. ტრაქტორის მძღოლი ტერიტორიიდან უსაფრთხოდ გადმოიყვანეს და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ამის შესახებ კომპანია "ჰუნანის" გზებისა და ხიდების კომპანიის კოორდინატორმა გოჩა კოპაძემ ისაუბრა.
მისივე ინფორმაციით, წყალდიდობის გამო მხოლოდ ერთი ადგილობრივი მოსახლის საკარმიდამო მიწის ნაკვეთი დაიტბორა.
ადგილობრივები "კურიერთან" საუბრისას აცხადებენ, რომ არა შემაკავებელი ღონისძიებების დროულად ჩატარება, საფრთხე გაცილებით დიდი იყო.
დაგუბებული მდინარის გახსნა თავად ჩინურმა კომპანიამ უზრუნველყო. მიმდინარეობს ზარალის დათვლა.