ბათუმში ტაქსის მძღოლებმა აქცია გამართეს. კომპანია “მაქსიმის” მძღოლებმა პროტესტის ნიშნად მანქანები ახალ ბულვართან გააჩერეს. აქციის მონაწილეები კომპანიისგან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებას მოითხოვენ. მათი თქმით, რამდენჯერმე ჰქონდათ ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკების მცდელობა, თუმცა უშედეგოდ.
"50 მდე მძღოლი გავიფიცეთ. კომპანია არათანაბარ პირობებში გვაყენებს. ძირითადად მათ ახლობლებს აძლევენ შეკვეთებს. მოვითხოვთ თანაბარ პირობებში ჩაყენებას. ან მივმართავთ რადიკალურ ზომებს," - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გოგა აბულაძემ.