ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გიგა შუშანიას განცხადებით, "ქართული ოცნება", ნაცვლად პანდემიის ლიკვიდაციისა, მას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. აღნიშნული განცხადება მან დღეს მერიასთან გამართულ ბრიფინგზე გააკეთა და ადგილობრივი თვითმმართველობა პარტაქტივის დასაქმების მცდელობაში დაადანაშაულა.
გიგა შუშანიას თქმით, მაშინ როდესაც პანდემიის გამო მოქალაქეებს პრობლემები შეექმნათ, ხელისუფლებამ საარჩევნო მზადება დაიწყო და საშტატო ნუსხას რამდენიმე ათეულით ზრდის.
"რამდენიმე დღის წინ მერიასთან საშვებზე რიგების პრობლემა იყო, მერი კი ამ დროს თანამშრომელთა რაოდენობის გაზრდით იყო დაკავებული. მან საჯარო სამსახურის ბიუროს მიმართა და მოითხოვა, ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომლების რაოდენობა 90-მდე გაიზარდოს. ეს არის საარჩევნო მზადება. მოვუწოდებ ხელისუფლებას, ამ საკითხების ნაცვლად საკრებულოზე ანტიკრიზისული გეგმა წარადგინოს და გაგვაგებინონ, გამოთავისუფლებული მილიონობით ლარი რამდენად მიზნობრივად დაიხარჯება ადამიანებს დასახმარებლად"- განაცხადა გიგა შუშანიამ.