11 სექტემბერი 2026,   23:19
ვრცლად
კახეთში ეპიდსიტუაცია კვლავ სტაბილურია

კახეთში ეპიდსიტუაცია კვლავ სტაბილურია. გუშინ ლუგარის ცენტრში გაგზავნილი 212 ნიმუშიდან 112 პასუხი უარყოფითია. დარჩენილი ტესტის პასუხები დღის განმლობაშია გახდება ცნობილი -ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის კახეთის განყოფილების უფროსმა განაცხადა.

ნელი ხიზანიშვილის თქმით, ბოჭორიშვილის კლინიკისა და საგარეჯოს "ჯეო ჰოსპიტალსის" ინფიცირებული ექთნის კონტაქტებთან ჩატარებული კვლევის მიხედვით, არცერთს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. მათ შორის სამედიცინო პერსონალს და ოჯახის წევრებს. თუმცა ყველა მათგანი პროტოკოლის მიხედვით თვითიზოლაციაში რჩება.

ამასთან, გრძელდება რისკ ჯგუფში შემავალი მოქალაქეების მიზნობრივი ტესტირება, კერძოდ ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგელების, შშმ პირების ,საბაჟოს თანამშრომლების, კარანტინში მყოფი პირების, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლების და სამედიცინო პერსონალის.

რაც შეეხება, რეგიონში 11 საკარანტინო სივრცეში 558, ხოლო თვითიზოლაციაში 42 მოქალაქე იმყოფება.

კახეთის მასშტაბით ამ დროისთვის ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 1862 ნიმუში, აქედან 793 მედპერსონალია, 397 კარანტინში მყოფი მოქალაქეები, დანარჩენი კი ცხელების ცენტრებიდან.

დღის ამბები