მეწყერი ჩამოწვა ბათუმი-ქედას დამაკავშირებელ გზაზე - დიდი რაოდენობით მიწის მასა სოფელ დოლოგანის მონაკვეთზე გუშინ, გვიან ღამით ჩამოიშალა. შედეგად არავინ დაშავებულა.
ამ დროისთვის პარალიზებულია მოძრაობა ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ გზაზე.
საქართველოს გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზაზე გადაადგილება დღის მეორე ნახევრამდე ვერ მოხდება, რადგან ქვიანი მიწის მასა დიდია და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.