ბათუმის კლინიკა "მედალფაში" კორონავირუსით ინფიცირებული 81 წლის კაცი გარდაიცვალა. ექიმების ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე დღე მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო. ის 4 დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. გარდაცვლილი კაცი ქობულეთის კლასტერს უკავშირდება.
მანამდე კი კორონავირუსმა მისი ცოლი იმსხვერპლა - კორონავირუსით ინფიცირებული ქალი ბათუმის "მედალფაში" 18 აპრილს გარდაიცვალა.
ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსით 11 ადამიანია გარდაცვლილი.