13 სექტემბერი 2026,   23:35
ვრცლად
საჩხერეში არასრულწლოვანთან გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულის აღმკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

საჩხერეში არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედებისთვის დაკავებულს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. მის აღმკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. ბესიკ ივანაშვილს წინასწარი შეცნობით, თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან ჩადენილი გარყვნილი ქმედება ედება ბრალად. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მას 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დაკავებულის უფლებადამცველის, ავთო ბუცხრიკიძის ინფორმაციით, ის ბრალს არ აღიარებს და დაკავებას მის ბიზნესსაქმიანობას უკავშირებს.

"წარედგინა ბრალი დანაშაულისათვის სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით, რაც გულისხმობს 14 წელს მიუღწეველ არასრულწლოვანთან გარყვნილ ქმედებას. ამ შემთხვევაში, ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს. შესაბამისად, გადმოგვეცა მასალები, გავეცნობით და წავმართავთ სასამართლოს. ის სხვა გარემოებებს უკავშირებს მის დაკავებას. როგორც კი მისგან მექნება ნებართვა გავაჟღერებ იმ ინფორმაციას, რასაც ის გულისხმობს,"-განაცხადა ადვოკატმა.

დღის ამბები