20 სექტემბერი 2026,   22:08
ვრცლად
" ლელო საქართველოსთვის" ონის მუნიციპალიტეტში ჰესების კასკადის მშენებლობას დაუშვებლად მიიჩნევს

პოლიტიკური პარტიის" ლელო საქართველოსთვის" ლიდერები ონის მუნიციპალიტეტში ჰესების კასკადის მშენებლობას დაუშვებლად მიიჩნევენ.

ლანა გალდავას განცხადებით, არ არსებობს შესაბამისი საერთაშორისო ექსპერტიზის დასკვნა, თუ რა გავლენას მოახდენს ჰესის კასკადის მშენებლობა გარემოზე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე და მუშაობის პროცესის უსაფრთხოებაზე.

"ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში წარმოდგენილი იყოს გარემოზე ზემოქმედების საერთაშორისო დასკვნები და ექსპერტიზები. აუცილებელია ყველა საკითხის განხილვა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად და "ლელო" გამოდის ინიციატივით, დაცული ტერიტორიები, განსაკუთრებული ბუნება, გამოცხადდეს ეროვნულ პარკად," – განაცხადა ლანა გალდავამ.

პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი თამარ შავგულიძე ამბობს, რომ ის, რაც კულტურულ მემკვიდრეობაზე არსებულ დასკვნაში წერია, საკმარისი არ არის.

"ლელო საქართველოსთვის" ითხოვს დამოუკიდებელი ექსპერტების დასკვნების წარმოდგენას იმასთან დაკავშირებით, რომ მშენებლობები, რომლებიც მოიცავს ბურღვით სამუშაოებს, აფეთქებით სამუშაოებს სეისმურ ზონაში, არანაირ საფრთხეს არ შეუქმნის კულტურულ მემკვიდრეობას. დასკვნაში ერთადერთი, რაც წერია არის ის, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები უშუალოდ არ ხვდებიან სამშენებლო არეალში. ეს არ არის საკმარისი," - აცხადებს თამარ შავგულიძე.

დღის ამბები