ბოჭორიშვილის კლინიკაში ამ დროისთვის 49 პაციენტია მოთავსებული. მათგან 40, COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევაა. ინფიცირებულთაგან 11 არასრულწლოვანია.
ექიმი-ინფექციონისტის მეგი კობახიძის განცხადებით, სტაციონარში 4 პაციენტის მდგომარეობა კვლავ საყურადღებო რჩება.
"ბოქსირებულ დეპარტამენტში სულ 49 პაციენტია, აქედან 40 არის დადასტურებული COVID-19. ამ 40 პაციენტიდან 11 არის 18 წლამდე პირი. 1 პაციენტი რჩება რეანიმაციულ დეპარტამენტში. მისი მდგომარეობა არის საყურადღებო, თუმცა მართვადი. გამოვყოფდი 4 პაციენტის მდგომარეობას, რომელთა მდგომარეობაც შედარებით მძიმე და საყურადღებოა," - აცხადებს მეგი კობახიძე.