07 მაისი 2024,   14:32
ვრცლად
ირანის უშიშროების ძალების მიერ საპროტესტო გამოსვლებისას მოკლული ადამიანების ოჯახებზე დევნა ისევ ხორციელდება - Amnesty International

Amnesty International-ის თანახმად, ნოემბერში ირანის უშიშროების ძალების მიერ ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლების "დაუნდობელი" დარბევისას მოკლული 300-ზე მეტი ადამიანის ოჯახები კვლავაც განიცდიან ხელისუფლების მხრიდან "ინტენსიურ დევნას და დაშინებას," როცა ისინი სამართლის აღსრულებისთვის იბრძვიან.

15 ნოემბერს ირანში ხუთდღიანი საპროტესტო აქციები დაიწყო მას შემდეგ, რაც მთავრობამ საწვავის ფასების ზრდის შესახებ გამოაცხადა.

Amnesty International-ს აღრიცხული ჰყავს 304 მამაკაცი, ქალი და ბავშვი, რომლებიც უშიშროების ძალებმა მოკლეს საპროტესტო გამოსვლებისას. მაგრამ ორგანიზაცია ფიქრობს, რომ დაღუპულთა რიცხვი უფრო მაღალია.

 

დღის ამბები