"ხალხის ძალის" წევრის, გურამ მაჭარაშვილის, განცხადებით, მეთიუ მილერის განცხადება სხვა არაფერია, თუ არა ორმაგი სტანდარტის გაგრძელება და ქართველი ხალხის შეურაცხყოფა.
მაჭარაშვილის თქმით, "საქართველო მიიღებს იმ კანონს, რომელიც არის ქართული და რომელიც იმოქმედებს არა ამერიკაში, არამედ საქართველოში".
"ბატონი მილერის განცხადება სხვა არაფერია, თუ არა ორმაგი სტანდარტის გაგრძელება და ქართველი ხალხის შეურაცხყოფა. ბატონი მილერის და აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, თურმე ამერიკაში აქციის მონაწილეების მხრიდან ძალადობა არის დასაწუნი და საქართველოში ეს ძალადობა არის მოსაწონი. გამჭვირვალობა ამერიკაში არის მოსაწონი და საქართველოში არის დასაწუნი. გამოდის, რომ ჩვენ უნდა ვიცხოვროთ არა საერთაშორისო სტანდარტებით და რეალობის გათვალისწინებით, არამედ ისე, როგორც მიგვითითებენ. სწორედ ეს არის ვასალური დამოკიდებულება. ჩვენ, მივიღებთ იმ კანონს, რომელიც არის ქართული და რომელიც იმოქმედებს არა ამერიკაში, არამედ საქართველოში და თუ ვინმეს კითხვები აქვს, პრემიერ-მინისტრმა შესთავაზა ყველა დიპლომატს, მათ შორის, აშშ-ის ელჩს, რომ სახალხოდ დასვან კითხვები ამ კანონთან დაკავშირებით და პრემიერი სახალხოდ გასცემს პასუხს. როგორც ჩანს, ამის ან ერიდებათ ან ეშინიათ, რადგან ძნელია სიმართლეს გაუსწორო თვალი და ამ ქართულ კანონზე რამე ისეთი კითხვა დასვა, რომელიც ვერ იქნება პასუხგაცემული პრემიერის პრემიერ-მინისტრის მხრიდან", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის თქმით, ამერიკული უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი - "ფარა" ეხება ადამიანებს, რომლებიც უცხო ქვეყნების მთავრობების სახელით მოქმედებენ და არა მათ, ვინც ლეგიტიმური არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ახორციელებენ -