18 ნოემბერი 2024,   19:25
ვრცლად
ბიოტერორიზმი - ეპიდემიის მიზანმიმართული გავრცელება შესაძლოა მსოფლიოს #1 საფრთხე გახდეს

ეპიდემიის მიზანმიმართული გავრცელება შესაძლოა მსოფლიოს ნომერ პირველი საფრთხე გახდეს. ევროპის საბჭოს ექსპერტები ქვეყნებს აფრთხილებენ, რომ კორონავირუსით გამოწვეული პრობლემები და გამოცდილება, შესაძლოა ტერორისტულმა ორგანიზაციებმა საკუთარი სტრატეგიების დაგეგმვაში გამოიყენონ და ბიოტერორიზმი მთავარ იარაღად აქციონ. ევროინსტიტუციაში ამბობენ, რომ პათოგენების ან სხვა ბიოლოგიური აგენტების გამოყენებით აფეთქება ზიანს ადამიანებთან ერთად, ქვეყნების ეკონომიკისაც მიაყენებს. ისინი ქვეყნებს მოუწოდებენ ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულები ბიოტერორიზმის მიმართულებით გადაამზადონ, შეიმუშავონ მონიტორინგის ერთიანი სისტემა და ყველა საეჭვო შემთხვევა ამ სისტემაში ასახონ.

ბიოტერორიზმთან ბრძოლაში საერთაშორისო თანამშრომლობას აკისრებენ წამყვან როლს ქართველი ექსპერტებიც. ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბიოლოგიური იარაღი ტერორიზმის სხვა ფორმებთან შედარებით ნაკლებად გამოიყენება, ქვეყნები საკითხს მეტი სიფრთხილით უნდა მოეკიდონ.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ბიოტერორს კონკრეტული ჯგუფების გარდა შესაძლოა ქვეყნებმაც მიმართონ. საქართველოსათვის ეს პრობლემა სწორედ ამ კონტექსტში უნდა იყოს მნიშვნელოვანი.

წლებია რუსეთის სამიზნე საქართველოში განთავსებული რიჩარდ ლუგარის სახელობის ცენტრია. ლაბორატორიას ადგილზე უსაფრთხო გარემოს შექმნის გარდა, წვლილი შეაქვს ბიოტერორიზმის პრევენციის საქმეშიც. კორონავირუსის აღმოჩენიდან მალევე კრემლმა COVID-19-ის თემით ლუგარის ცენტრზე საინფორმაციო ტერორის ახალი კამპანია წამოიწყო.

დღის ამბები