საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ნინო ბაციაშვილი ონლაინ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონია.
ქართველმა მოჭადრაკემ ორი სათამაშო დღის განმავლობაში 16 შესაძლებლობიდან 10 ქულა დააგროვა, რაც ჩემპიონობისთვის საკმარისი აღმოჩნდა.
ევროპის პირველი ონლაინ ჩემპიონატი 16-დან 31 მაისის ჩათვლით მიმდინარეობდა. კონტინენტის პირველობაზე 70-მდე ქართველმა მოჭადრაკემ მიიღო მონაწილეობა.