18 ნოემბერი 2024,   21:36
ვრცლად
"რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში გამართულ საქველმოქმედო კონცერტზე 30 000 ლარი შეგროვდა

კონცერტი მსმენელის გარეშე - მუსიკოს სტეფანე მღებრიშვილის მსმენელის სიმრავლე სატელევიზიო რეიტინგმა დათვალა.

მსოფლიოში გამოცხადებული პანდემიის მიზეზით მომღერლის ფანები მუსიკოსის სიმღერებს ტელეეკრანებიდან უსმენდნენ.

"ინიციატივა" - სწორედ ასე ჰქვია "აჭარაბეთის" კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობის ახალ პლატფორმას. სტეფანესა და მისი მეგობრების კონცერტი პირველი ღონისძიება იყო, რომელიც ფონდ "ინიციატივას" ფარგლებში გაიმართა.

კონცერტი სატელევიზიო ფორმატის გარდა საქველმოქმედო მარათონითაც გამოირჩეოდა. საღამოს ბოლოს კოვიდ-19-ით დაზარალებული ადამიანებისთვის 30,000 ლარი შეგროვდა.

ფონდის ბენეფიციარების მხარდასაჭერ კონცერტში სტეფანესთან ერთად სხვა ქართველი მუსიკოსებიც მონაწილეობდნენ. მათ შორის იყო ნიკოლოზ რაჭველიც,რომელმაც მაყურებლისთვის ღონისძიების განმავლობაში რამდენიმე ცნობილი კომპოზიცია დაუკრა.

მარათონის ფარგლებში მსმენელმა დღემდე უცნობი სიმღერებიც მოისმინა.ყველასთვის ემოციური აღმოჩნდა სტეფანესა და ნანი ბრეგვაძის მიერ შესრულებული სიმღერა.

ამ სიმღერის გარდა "რუსთავი2-ის" ეთერში რამდენიმე სხვა სიმღერის პრემიერაც შედგა. შესრულდა ყველასთვის საყვარელი და ნაცნობი სიმღერებიც.

სტეფანე და მეგობრები ამ საქველმოქმედო მარათონით მძიმე სოციალურ ფონს,რამდენიმე ათეულ ადამიანს შეუმსუბუქებს.

დღის ამბები