26 აპრილი 2024,   10:07
ვრცლად
აშშ-ში ანტირასისტული საპროტესტო გამოსვლები მე-13 დღეა გრძლდება

ამერიკის შეერთებულ შტატებში საპროტესტო გამოსვლების მე-13 დღეა. დემონსტრანტები სისტემური რასიზმის წინააღმდეგ გამოდიან. მშვიდობიანი მასშტაბური მსვლელობები ჩატარდა ვაშინგტონში, თეთრი სახლის წინ. დემონსტრანტები შეიკრიბნენ ნიუ-იორკშიც, დონალდ ტრამპის სასტუმროსთან.

საპროტესტო აქციებმა მოიცვა ლოს-ანჯელესის, ჩიკაგოს, ბოსტონისა და სხვა ქალაქის ქუჩები. სიტუაციის დასტაბილურების შემდეგ კომენდანტის საათი გაუქმდა ფილადელფიასა და ჩიკაგოში.

ეროვნული გვარდიის ვაშინგტონიდან გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

ამერიკაში ანტირასისტული საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ფიზიკურ ძალადობას 46 წლის აფრო-ამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დღის ამბები