გორში 18 წლის ერეკლე თედიაშვილის სასტიკად ცემაში ბრალდებულ თარაშ კანდელაკს ბრალს დღეს წარუდგენენ.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ოჯახის ინფორმაციით, 18 წლის ერეკლე თედიაშვილი მეგობრებთან ერთად კანდელაკის ოჯახის კუთვნილ რესტორანში დაბადების დღეზე იმყოფებოდა, რა დროსაც ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა კანდელაკთან და მის მეგობრებთან. რა გახდა უთანხმოების მიზეზი, ამ დრომდე უცნობია.
"კონკრეტული პოზიცია ჩამოყალიბებული არ გვაქვს. თარაშს გამოძიებისთვის არ მიუცია კონკრეტული და გავრცობილი ჩვენება. როდესაც ეს მოხდება, აუცილებლად გავაკეთებთ განცხადებას," - აცხადებს თარაშ კანდელაკის ადვოკატი შოთა მანელიძე.