13 სექტემბერი 2026,   01:19
ვრცლად
ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეში ჩართული პირებისთვის სასჯელი, შესაძლოა, გამკაცრდეს - კანონპროექტს დღეს ბიუროს სხდომაზე განიხილავენ

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეში ჩართული პირებისთვის სასჯელი მკაცრდება - სისხლის სამართლის კოდექსში ამ მიმართულებით შესატან ცვლილებებზე დღეს დეპუტატები ბიუროს სხდომაზე იმსჯელებენ.

უმრავლესობაში იმედოვნებენ, რომ სასჯელის გამკაცრება დანაშაულის პრევენციას ხელს შეუწყობს.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გურამ მაჭარაშვილის ინფორმაციით, ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეებში შედის ცვლილებები, რომლის მიხედვით, მსგავს დანაშაულში ჩართული პირებისთვის სასჯელი კიდევ უფრო გამკაცრდება და ამ მიმართულებით პრევენციული ნაბიჯები გადაიდგმება.

"საუბარია იმაზე, რომ ბავშვთა პორნოგრაფიაში ჩართულობით გამოწვეული დანაშაულისთვის მკაცრდება და იზრდება სანქციები. ასევე, იქნება ბევრი სხვა საკანონმდებლო აქტი, რომელიც, ერთის მხრივ, გაუწევს პრევენციას იმას, რომ ასეთი ტიპის დანაშაულები რაც შეიძლება ნაკლები იყოს და, მეორეს მხრივ, თუკი მაინც მოხდება დანაშაული, იქნება გაცილებით მაღალი სანქციები, ვიდრე ეს დღეს არის დაწესებული,"-განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა. 

პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომას ოპოზიციის წარმომადგენლები არ დაესწრებიან. სხდომაზე, ასევე განიხილება კანონპროექტი დასაქმებასთან დაკავშირებით და სხვა საორგანიზაციო საკითხები.

დღის ამბები