18 ნოემბერი 2024,   23:31
ვრცლად
ქავთარაძეზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებულ ვასამბეგ ბოკოვს პატიმრობა შეეფარდა

ქავთარაძეზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებულ ვასამბეგ ბოკოვს პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ მიიღო. 

"კურიერმა" გაარკვია, თუ რას ედავება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაკავებულს, რომელიც აჰმედის სახელითაა ცნობილი. ირკვევა, რომ პირი მალავდა საკუთარ ვინაობას, სახელს, გვარს და საქმიანობას. "კურიერის" ინფორმაციით, მისი ნამდვილი სახელი და გვარი ვასამბეგ ბოკოვია და ის რუსეთის მოქალაქეა.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებული ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას, რომ საქართველოში ბიზნესი ჰქონდა, რეალურად კი სრულიად სხვა საქმიანობით იყო დაკავებული, რაც მის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მიზეზი გახდა. ქავთარაძეზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებულს ბრალი ყალბი დოკუმენტების დამზადება, შენახვა გამოყენების მუხლით წაუყენეს.

დღის ამბები