18 ნოემბერი 2024,   21:42
ვრცლად
აბასთუმანში ხანძრის ახალი კერის გაჩენა ადგილობრივების თქმით, შესაძლოა დივერსიას უკავშირდებოდეს

აბასთუმანში ისევ ხანძარია, ცეცხლი ამჯერად ობსერვატორიის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყეში გაჩნდა. ადგილობრივები დივერსიას განიხილავენ, რადგან ხანძარი ისევ მიუვალ ადგილას, წვიმის დროს გაჩნდა. ადგილზე მუშაობს 5 სახანძრო და 50-ზე მეტი მაშველი.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საფრთხე ამ ეტაპზე აღარ არსებობს.

"ჭექა-ქუხილი იყო წუხელ. შესაძლოა მეხსაც დავაბრალოთ. ამ ამბით საგამოძიებო უნდა იყოს უფრო დაინტერესებული," - განაცხადა აბასთუმნის ობსერვატორიის დირექტორმა თამაზ ბარბლიშვილმა.

"მეხის ჩამოვარდნები კი იყო, მაგრამ შესაძლოა, ვთქვათ, რომ გააჩინეს ძალით, უნდათ ხალხის ყურადღება გადაიტანონ. შეიძლება იყოს დივერსიის გამო. იმიტომ ვამბობ ამას, რომ ახლა ისე ვერ გაჩნდებოდა. ივლისში, აგვისტოში შესაძლოა გაჩნდეს, ახლა ისე არ ცხელოდა," - განაცხადა აბასთუმნის მკვიდრმა.

გამოძიება სსკ-იდ 187-ე  მუხლის  მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ეს ბოლო დღეებში უკვე მეორე შემთხვევაა.

დღის ამბები