11 სექტემბერი 2026,   22:31
ვრცლად
ვარკეთილის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებულ პირს ქვედა კიდურის მსუბუქი დაზიანება აღენიშნება

ვარკეთილის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებულ პირს ქვედა კიდურის მსუბუქი დაზიანება აღენიშნება - ამის შესახებ კლინიკა "ოპტიმამედის" ექიმმა გიორგი აფციაურმა განაცხადა. 

მისივე ინფორმაციით, პაციენტი კლინიკას დღესვე დატოვებს.

"სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ შემოყვანილია ჩვენთან შუახნის ქალბატონი, რომელსაც აქვს მარჯვენა ქვემო კიდურის სახსრის ღრძობა-დაჭიმულობა და მსუბუქი ტრავმა, რომელიც არ საჭიროებს სტაციონარულ მკურნალობს. იგი პირველადი დახმარების შემდეგ ბინაზე გაეწერება. პაციენტს არ აღენიშნება რაიმე დამწვრობის სახის დაზიანება, "- განაცხადა ექიმმა გიორგი აფციაურმა.

დაშავებულების ჯანმრთელობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ისანი-სამგორის მაჟორიტარმა დეპუტატმა მარიამ ჯაშმა, რომელიც კლინიკასთან იმყოფება. მისი თქმით, ვარკეთილში ძლიერი ხანძრის დროს დაშავებული ორი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მათ მინიმალური დაზიანებები აქვთ მიღებული. 

მეორე დაშავებული არის პოლიციელი, რომელმაც ხანძრის შედეგად უმნიშვნელო დაზიანება მიიღო და მისი ჰოსპიტალიზება საჭირო არ გახდა - აღნიშნა ისანი-სამგორის მაჟორიტარმა დეპუტატმა მარიამ ჯაშმა.

დღის ამბები