13 სექტემბერი 2026,   18:09
ვრცლად
ლიფტის მოწყვეტის შედეგად დაშავებულებიდან შუახნის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა - მას მრავლობითი მოტეხილობები აქვს

4 ადამიანი დაშავდა ლიფტის მოწყვეტის შედეგად თბილისში. მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. შემთხვევა ბაგრატიონის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა კლინიკებში გადაიყვანეს.

განსაკუთრებით მძიმეა შუახნის მამაკაცის მდგომარეობა, მას ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმის თქმით, მამაკაცს მრავლობითი მოტეხილობები აქვს.

 რაც შეეხება ახალგაზრდა ქალს და 15 წლის მოზარდს, მათი მდგომარეობა სტაბილურია. ორივე მათგანს დაჟეჟილობები აღენიშნებათ. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

"12 წლის მოზარდი შემოყვანილ იქნა სასწრაფო დახმარების მიერ. მდგომარეობა სტაბილურია, ცნობიერება ნათელი. პათოლოგიური-კეროვანი ცვლილებები გამოხატული არ არის. მიმდინარეობს აქტიური მონიტორინგი," - განაცხადა "ემერჯენსის" ექიმმა ნინო ჯავახაძემ.

"მამაკაცის მდგომარეობა არის საკმაოდ საყურადღებო. მრავლობითი მოტეხილობები აქვს. კერძოდ, მარჯვენა წვივი ძვლების ღია მოტეხილობა, მარჯვენა მხრის ძვლის დამსხვრეული მოტეხილობა. წელის მალის მოტეხილობა შეყვანილი არის საოპერაციო ბლოკში. რაც შეეხება ქალბატონის მდგომარეობას, მისი მდგომარეობა სტაბილურია. უტარდება კვლევები და მოგვიანებით მივიღებთ გადაწყვეტილებას მისი კლინიკიდან გაწერასთან დაკავშირებით," - აღნიშნა კავკასიის მედიცინის ცენტრის გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ოთარ დიხამინჯიამ.

დღის ამბები