ონის მუნიციპალიტეტში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. უხვი ნალექის შედეგად სოფელ უწერაში მდინარეები მუშუანი და რიონი ადიდდა. ადიდებულმა რიონმა უწერაში ეკლესიასთან გადასასვლელი ხიდი წაიღო.
ქუთაისი-ალპანა მამისონის ერთ-ერთ მონაკვეთზე მეწყერი ჩამოწვა და რამდენიმე წუთის მანძილზე ავტომობილების მოძრაობა შეფერხებული იყო. რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის გუბერნიის ინფორმაციით, დროულად მოხდა მძიმე ტექნიკის მობილიზება და გზის გაწმენდა. მათი ინფორმაციით, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.