განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო თუთუნის შენახვა - გადაზიდვა - რეალიზაციის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს. ქვემო ქართლის რეგიონში ამოღებულია 512 კილოგრამი თუთუნი, რომლის საბაზრო ღირებულება 56 000-ს ლარს აღემატება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.