ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა. ამის შესახებ არაღიარებული რესპუბლიკის მთავარი სანიტარული ექიმის მოადგილე ანა გაგლოევა იტყობინება.
მისი ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსი კიდევ 3 ადამიანს, 2 კურსანტსა და მედიცინის სფეროში ერთ დასაქმებულს გამოუვლინდა. ამ დროისათვის ცხინვალის ინფექციურ საავადმყოფოში 38 კოვიდინფიცირებული რჩება.
სულ ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსის 83 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 45 გამოჯანმრთელდა. რუსეთის მიერ საქართველოს კედევ ერთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე COVID19-ის ახალი შემთხვევები არ გამოვლენილა.