19 ნოემბერი 2024,   01:41
ვრცლად
ოკუპირებულ ცხინვალში ​კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 84-მდე გაიზარდა

ოკუპირებულ ცხინვალში ​კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 84-მდე გაიზარდა. COVID-19 რუსეთიდან დაბრუნებულ კურსანტს დაუდასტურდა. ამ ეტაპზე რეგიონში 34 კოვიდინფიცირებულს მკურნალობენ.

დე ფაქტო მთავრობის ინფორმაციით, კორონავირუსისგან 50 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინში რჩება 149 ადამიანი.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ რუსეთთან მიმოსვლაზე შეზღუდვები კიდევ ერთი თვით გაახანგრძლივა. რუსეთის ფედერაციასთან ე.წ. საზღვარი 31 ივლისამდე იქნება ჩაკეტილი. რაც შეეხება ოკუპირებულ აფხაზეთს, გუდაუთის საავადმყოფოში მკურნალობის კურსს 5 ინფიცირებული გადის.

დღის ამბები