18 ნოემბერი 2024,   21:41
ვრცლად
19 წლის ფეხბურთელის ცხედარს მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება, დაზიანებული აქვს თავის ქალა და ყური - გარდაცვლილის ოჯახი 

19 წლის დაღუპულ ფეხბურთელს გიორგი შაქარაშვილის ცხედარს მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება, ასევე დაზიანებული აქვს თავის ქალა და ყური - აღნიშნულ ინფორმაციას გარდაცვლილის ოჯახი ავრცელებს. ახლა მთავარი კითხვაა - ეს მის სიცოცხლეში მოხდა თუ გარდაცვალების შემდეგ.

"კურიერთან" საუბრისას გარდაცვლილის ახლობელები აცხადებენ, რომ არსებობს ბევრი ეჭვი და მნიშვნელოვანია ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა გახდეს ცნობილი.

"მეგობრები ამბობენ ასეთ რამეს, რომ თავის ქალა აქვს გატეხილიო და დამტვრეულიაო, ანუ სავარაუდოდ ხელები, ფეხები - ამ დაზიანებებზე საუბრობენ. ეს დაზიანებები მდინარემ რომ ჩამოტანა, მანდ ქვებზე მიიღო, მანქანა დაეჯახა თუ საიდან მიიღო?! წინასწარ ვერაფერს ვერ გეტყვით, სანამ ექსპერტი არ დადებს დასკვნას. ჩვენ გადაჭრით არ ვიცით, რომ დაზიანებები გარდაცვალების შემდეგაა მიღებული, დაზუსტებული პასუხი არ გვაქვს. აქედან გამომდინარე ერთი ვარიანტის ეჭვებიც არსებობს და მეორესიც.

რაც შეეხება დაზიანებულ მანქანას, თუ მანამდე არ იყო მანქანა დაზიანებული და მაშინ არის გაფუჭებული, კითხვის ნიშნებს კი არა, მანდ უფრო მეტი კითხვის ნიშანი ჩნდება," - განაცხადა გარდაცვლილის ახლობელმა ნიკა ჯაჭვაძემ "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას.

"ცალსახად დგინდება, რომ სხეულს გარეგნულად აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები. კერძოდ ბლაგვი ტრავმვის სახით, როგორეც თავის, სახის და სხეულის სხვადასხვა მიდამოებში და ასე შემდეგ. სახეზე აქვს ბლაგვი ხასიათის ტრამვა, რომელიც მოიცავს იმ დაზიანებებს, რომელიც შესაძლებელია განვითარდეს ამ ტრამის დროს. ამაზე მეტ ინფორმაციას მე ამ ეტაპზე შეგნებულად ვერ გადმოგცემთ," - აღნიშნა დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ "ვექტორის" დირექტორმა ალექსანდრე გეჯაძემ.

მცხეთის პოლიციის განყოფილებაში იმ მორაგბეებს ელოდებიან, რომლებიც დღეს მეორედ გამოიკითხებიან. 2 სპორტსმენი 18 ივნისის ღამეს ახლობლის ზარის საფუძველზე ჯერ მცხეთაში აგარაკზე ჩავიდა, შემდეგ კი თბილისისკენ მომავალ გზაზე დაღუპულ გიორგი შაქარაშვილსა და მის მეგობარს, გურამ ამირხანაშვილს მანქანა გაუჩერა.

მათი ადვოკატი ამტკიცებს, რომ ფიზიკურ დაპირისპირებაში ისინი არ მონაწილეობდნენ.

მანქანით კი, რომელიც საქმეში ფიგურირებს და რომელსაც ფარი აქვს დაზიანებული, ისინი გადაადგილდებოდნენ. 

"ეს ადამიანები არიან, რომლებიც წავიდნენ სიტუაციის განსამუხტად და უკვე როცა მივიდნენ სიტუაციის განსამუხრტად უკვე კონფლიქტი შემდგარი იყო.

გუკამ (ოქროს მოწმე) განაცხადა, რომ პირიქით კარგად მომექცნენო. მოტივი ახსნა იმიტომ ჩავუჯექი, რომ ისინი გადამერჩინაო. მაგრამ ეს იმას არ გამორიცხავს რომ ჩვენ არაფერ შუაში ვართ და არანაირი ბრალეულობა არ მიგვიძღვის," - განაცხადა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.

ამ წუთებში სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ის პირებიც იმყოფებიან, რომელებმაც ფიზიკური დაზიანებები მიიღეს 18 ივნისის ღამეს. როგორც ცნობილია 10-მდე პირია დაშავებული ფიზიკური დაპირისპირების დროს. შსს-მ 50-მდე პირი გამოკითხა.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის მუხლებით მიმდინარეობს. 19 წლის ფეხბურთელის ცხედარი 3 დღიანი ძებნის შემდეგ მდინარე არაგვის კალაპოტში იპოვეს.

დღის ამბები