27 ივლისი 2021,   02:48
ვრცლად
მოქალაქეს მუშაობის დაწყების სანაცვლოდ 800 ლარი მოსთხოვა - ქუთაისის მერიის თანამშრომლის დაკავების შესახებ, სუსი განცხადებას ავრცელებს

ქუთაისის მერიის თანამშრომლის დაკავების შესახებ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს. 

სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2020 წლის 24 ივნისს თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, ქ. ქუთაისის მერიის ა(ა)იპ „ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ თანამშრომელი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა, მოქალაქეს ქ. ქუთაისის მერიაში მუშაობის დაწყების სანაცვლოდ 800 ლარი მოსთხოვა, საიდანაც თანხის ნაწილი 400 ლარი წინასწარ გამოართვა.

გამოძიებას მიმდინარეობს, თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

დღის ამბები