26 აპრილი 2024,   17:34
ვრცლად
ეროვნული გვარდიის 400 ჯარისკაცი ვაშინგტონში ძეგლებს ვანდალებისგან დაიცავს

ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული გვარდიის 400 ჯარისკაცი ვაშინგტონში ძეგლებს ვანდალებისგან დაიცავს.

ამის შესახებ პენტაგონის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. უწყებაში ასევე აღნიშნეს, რომ ეროვნული გვარდიის ჯარისკაცები ძირითადად იმ ზონებში იმოქმედებენ, სადაც ძეგლებია განთავსებული.

23 ივნისს დონალდ ტრამპმა იმ პირების დაკავების განკარგულება გასცა, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიაზე ძეგლებს ანადგურებენ.

აშშ-ში რასიზმის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების ფონზე ისტორიული და საზოგადოებრივი მოღვაწეების არა ერთი ძეგლი განადგურდა.

დღის ამბები