20 აპრილი 2024,   09:30
ვრცლად
აბაშაში მამაკაცი დანით დაჭრეს - დაჭრილი და ბრალდებული თანასოფლელები არიან

აბაშაში მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით ქალაქის ცენტრში მოხდა. "კურიერის" ინფორმაციით, დაჭრილი და ბრალდებული თანასოფლელები არიან და შემთხვევა, შესაძლოა, ძველი ურთიერთდაპირისპირებას უკავშირდებოდეს.

დაჭრილს დაზიანებები დანით აქვს მიყენებული, ის ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს.

სამართალდამცავებმა ბრალდებული ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე დააკავეს, ის დანაშაულს აღიარებს. შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დღის ამბები