18 ნოემბერი 2024,   03:30
ვრცლად
სიკვდილის მიზეზად COVID-19-ის დასახელება ფულის სანაცვლოდ - საბოტაჟის ფაქტზე სუს-ში გამოკითხვები გრძელდება

საბოტაჟის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვები გრძელდება. ამ წუთებში გამომძიებელთა კითხვებს მარნეულის მკვიდრი რამილ ახმედოვი პასუხობს. მისი თქმით, არ იცის რა საკითხზე დაიბარეს, თუმცა სავარაუდოდ საუბარი შეეხება კორონავირუსის სტატისტიკის გაყალბების შესახებ მომზადებულ რეპორტაჟს.

დღესვე ამავე საქმის ფარგლებში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაიკითხება "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე. სუსს, სავარაუდოდ, მისი ის ფეისბუქ-კომენტარი აინტერესებს, სადაც პოლიტიკოსმა დაწერა, რომ იცის ვის შესთავაზეს თანხის სანაცვლოდ ოჯახის წევრის გარდაცვალების მიზეზად კორონავირუსის დიაგნოზი მიეთითებინა.

დღის ამბები