პარტია "ლელო საქართველოსთვის" წევრები თელავში იმყოფებიან. პოლიტსაბჭოს წევრებმა ქალაქის ცენტრალური ბაზრის მოვაჭრეების პრობლემები ადგილზე მოისმინეს. მათ, ასევე მეწარმეებს და მოქალაქეებს საკუთარი სამომავლო გეგემები გააცნეს.
"ჩამოსვლის მიზანი თავისთავად ცხადია, რომ შევხვედროდით მოსახლეობას და გაგვეგო ინფორმაცია ამ პანდემიის შემდგომ რა მდგომარეობაშია უბრალო მოვაჭრე, თუმდაც რიგითი თელაველი. მდგომარეობა რა თქმა უნდა სავალალოა," - განაცხადა პარტიის "ლელო საქართველოსთვის" თელავის რაიონული ოფისის ხელმძღვანელმა ვასილ კობიაშვილმა.