26 აპრილი 2024,   16:07
ვრცლად
სასურველია ასეთ მნიშვნელოვან მოთამაშეს, როგორიც გერმანიაა უფრო გამოცდილი ელჩი ჰყავდეს - გიგა ბოკერია

გერმანიის ელჩის განცხადებას "ევროპული საქართველო" გამოეხმაურა. გუნდი გერმანიის ელჩის ქვეყნიდან გაწვევას არ ითხოვს, თუმცა მათი აზრით, ისეთ მნიშვნელოვან ქვეყანას, როგორიც გერმანიაა, საქართველოში მეტად გამოცდილი წარმომადგენელი უნდა ჰყავდეს.

როგორც "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია აღნიშნავს, დიპლომატი უნდა იყოს კვალიფიციური და პროფესიონალი.

"მე და ჩემი გუნდი გერმანიის ელჩის ქვეყნიდან გაწვევას არ ვითხოვთ. კარგია, როდესაც დიპლომატებს მეტი გამოცდილება აქვთ, არაუშავს, მას ეს გამოცდილება არ ეყო. სასურველია, რომ ასეთი მნიშვნელოვან მოთამაშეს, როგორიც გერმანიაა უფრო გამოცდილი ელჩი ჰყავდეს,"- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დღის ამბები