14 სექტემბერი 2026,   03:16
ვრცლად
რას შეცვლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ექპერტიზის დასკვნა - ოჯახი ცხედრის დათვალიერების ოქმს ელოდება

რას შეცვლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ექპერტიზის დასკვნა - ოჯახი საბოლოოდ ეჭვების გამოსარიცხად, ან პირიქით, გასამტკიცებლად, ცხედრის დათვალიერების ოქმს ელოდება, რომელიც შესწვლილი დაზიანებებით, სავარაუდოდ, ორ კვირაში გასაჯაროვდება.

იქამდე, ვრცელდება ვერსიები, თუმცა 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების გარემოებები კიდევ უფრო ბუნდოვანი ხდება. უბედური შემთხვევისა თუ მკვლელობის ვერსია - მოწმეებისა და დაკავებულების ჩვენებების, ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ფონზე, ერთმანეთთან წინააღმდეგობაშია. რამდენად არის სავარაუდო, რომ ექსპერტიზის დასკვნა გახდეს საფუძველი უკვე პასუხისგებაში მიცემული პირების, საქმეეში ახალი გარემოებები გამოიკვეთოს, მათ შორის, ბრალი დამძიმდეს.

მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის ლაბორატორიული პასუხი იქნება ცნობილი და კითხვებს: სიცოცხლეშივე მიიღო გიორგი შაქარაშვილმა დაზიანებები, თუ სიკვდილის შემდგომ - გაეცემა პასუხი, უკვე, შესაძლოა, გარემოებებიც შეიცვალოს, ასევე, გამოძიება სხვა მიმართულებითაც წავიდეს, დამძიმდეს ბრალდებები, ან სულაც, დამნაშავე პირთა წრე  გაიზარდოს.

დამოუკიდებელ ექსპერტი, ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ წინასწარ, მას გარკვეული ვერსიები აქვს, თუმცა ამ ეტაპზე ლაბორატორიული დასკვნის გარეშე მტკიცებით ფორმაში არაფერზე საუბარი არ შეუძლია. ამ ეტაპზე, დამოუკიდებელი ექსპერტი ამბობს, მხოლოდ იმას, რომ გიორგი შაქარაშვილს სისხლნაჟღენთი სახის დაზიანებები აქვს მიყენებული, რომელიც შესაძლოა ბლაგვ და მყარ საგანს გამოეწვია.

"მხოლოდ სისხლნაჟღენთები რომ ვერ გამოიწვევდა სიკვდილს, ეს ცალსახაა ხომ?! სისხლნაჟღენთი არის კანქვეშა სისხლჩაქცევები, რომელიც არ აზიანებს არც შინაგან ორგანოებს და არც არაფერს. მკვრივი ბლაგვი ხასიათის ტრავმაა. არა მარტო საგნით, ეს დაზიანება შეიძლება საგნის მოქმედებითაც მიიღო, მუშტით, ქვით, ჯოხით, ნებისმიერი საყოფაცხოვრებო საგნით, რომელსაც აქვს მკვრივი კონსისტენცია და ბლაგვი ზედაპირი. ზედაპირი, დავუშვათ ის ბუჩქოვანი, ციცაბო ზედაპირი, რაც შემთხვევისას დათვალიერების ოქმში იქნა, ასე ვთქვათ ტელესივრცეში წამოღებული, ბუნებრივია ეს ყველაფერი მკვრივი ზედაპირია და არაფერი ამიტომ გამორიცხული არ არის," - აცხადებს დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ "ვექტორის" დირექტორი ალექსანდრე გეჯაძე.

"კურიერი" დღეს ასევე, დაკავებული გიგა ტატიაშვილის უფლებადამცველს ესაუბრა. შეგახსენებთ, რომ გიგა ტატიაშვილი არის პირი, რომელიც მართავდა „მერსედესის“ მარკის ავტომობილს, რომელიც ავტომაგისტრალზე 6 ახალგაზრდას პირველად შეხვდა.

გიგა ტატიაშვილის უფლებადამცველს გამოძიებასთან კითხვები აქვს. ადვოკატი გიორგი ყიფშიძე განმარტავს, რომ მისი ინფორმაციით გამოძიება მკვლელობის ვერსიას არ განიხილავს და მისი თქმით, სწორედ აქ ჩნდება საკმაოდ ბევრი კითხვა. გიგა ტატიაშვილის ადვოკატი საგამოძიებო უწყებებს უნდობლობას უცხადებს.

"რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, კითხვის ნიშნები ყოველ დღე არითმეტიკული პროგრესიით იზრდება. გასაჩივრებას ვაპირებთ მხოლოდ იმიტომ, რომ გასაჩივრება გასაჩივრებისთვის, სხვა შედეგი ამას არ მოჰყვება, წინასწარ ამას ვაცხადებ საჯაროდ.

ზუსტად ეს არის ყველაზე დიდი კითხვის ნიშანი - რატომ არ მიდის დავუშვათ ამ კუთხით. ნებისმიერ ვერსიას აქვს უფლება, რომ არსებობდეს, მაგრამ მათ შორის ხომ ამ ვერსიასაც აქვს უფლება რომ არსებობდეს, ხომ?! თუმცა, რაც ამ საქმეში ხდება უჩემოდაც ყველა გადასარევად ხვდება, რომ შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ფაქტობრივად, რა კითხვის ნიშნებიც იყო, მხოლოდ მოემატა, არაფერი არ მოაკლდა," - აცხადებს ადვოკატი გიორგი ყიფშიძე.

დღის ამბები